GEO
500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა ქსანის არსებული 500/220/110 კვ ქვესადგურსა და სტეფანწმინდის ახალი 110 კვ ქვესადგურებს შორის
დამკვეთი: ELTEL-EMC
პროექტის ღირებულება: 6 100 000 €
შესრულების ვადები: 2015/10/01 - 2017/07/20

         შემოთავაზებული 500 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი იწყება ქსანის ქვესადგურიდან, თბილისთან ახლოს და მიემართება ჩრდილოეთით სტეფანწმინდის მომავალი ქვესადგურისკენ. 500 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 100 კმ-ს და ცალკეულ უბნებზე (გუდამაყრის ხეობაში) მიაღწევს დაახლოებით 2500მ აბსოლუტური სიმაღლის ნიშნულს.
      
        არსებული პროექტის მიხედვით სულ სამონტაჟო ანძების (საყრდენების) რაოდენობამ შეადგინა 247.
        ეგხ მარშრუტის მაღალი აბსოლუტური სიმაღლის ნიშნულებისა და ყაზბეგის მთიან რაიონში ვიწრო ხეობებში განთავსების აუცილებლობის გათვალისწინებით, საჰაერო ქსელის მშენებლობა შესაძლოა შეფასდეს, როგორც "რთული" ხაზის სიგრძის დაახლოებით 30% შემთხვევაში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ანძების ერთკონსტრუქციანი ევროპული ტიპის გამოყენება, ვინაიდან:

-              ადვილია ტრანსპორტირება და დამონტაჟება;
-             ადვილია სამშენებლო  სამუშაოები საძირკველისათვის, რაც დაკავშირებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ადგილზე დამზადებასთან, რითაც, ერთის მხრივ, მცირდება ქარხნული წესით და შესაბამისი დაშვებებით დამზადებული ჭარბი წონის ბეტონის კონსტრუქციების დატვირთვები საძირკველზე და მეორეს მხრივ, თავიდან არის აცილებული წინასწარ მომზადებული კონსტრუქციების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები.

            ეკონომიკური პროექტი ტანის და დგარების დაგრძელების გამოყენებით, რათა მიღწეული იქნას ანძის სიმაღლე _ 6-დან + 15 მეტრამდე, ერთ მეტრიანი ზრდით.

   მოსამზადებელი სამუშაოები და გეოდეზიური და გეოლოგიური კვლევები დაიწყო 2015 წლის ოქტომბერში.
   პირველი ფუნდამენტი 2016 წლის მაისში ჩაისხა და პირველი ანძა 2016 წლის ივლისის ბოლოს დამონტაჟდა.