GEO
ენგურჰესის №5 ჰიდროაგრეგატის და სფერული საკეტის მიმდინარე რემონტი
დამკვეთი: შ.პ.ს. "ენგურჰესი"
პროექტის ღირებულება: 222 575
შესრულების ვადები: 2011/03/01 - 2011/04/29

შესრულებული სამუშაოები:
- გენერატორის ზედა და ქვედა ჰაერგამყოფი ფარებისა დაშლა, გაწმენდა;
- გენერატორის როტორის სამი პოლუსის დემონტაჟი;
- სტატორის გრაგნილის ღრეჩოების ჩასოლვის შემოწმება, მოშვებული სოლების გადასოლვა;
სტატორის გრაგნილის ღრეჩოების შუბლური ნაწილების ჩამოვარდნილი და მორყეული საიზოლაციო ხუფების ხელახლა დაყენება და გამაგრება;
-  სტატორის გრაგნილის ზედა დაზიანებული სამი ღეროს შეცვლა;
- გენერატორის ზედა მიმმართველი საკისარის დაშლა, ღერძის გაწმენდა;
- გენერატორის ქვედა მიმმართველი საკისრებისა დაშლა, ავზის გაწმენდა, სეგმენტების ბაბიტის საფარის შაბირება და მორგება საკისრის ღერძზე;
-მ აგრეგატის ტურბინის საკისრის დაშლა, ავზის გაწმენდა, სეგმენტების ბაბიტის შაბირება და მორგება საკისრის ღერძზე;
- სფერული საკეტის მუშა შემჭიდროების შეკეთება, დაზიანებული სამაგრის ახლით შეცვლა;
- მუშა თვლის ზედა და ქვედა შემამჭიდროვებელი რგოლის სამაგრის შემოწმება და დეფექტების აღმოფხვრა.