GEO
500 კვ-ის სახაზო და 20 კვ-ის საგენერატორო ამომრთველებზე მომსახურების გაწევა
დამკვეთი: შპს "ენგურჰესი"
პროექტის ღირებულება: 172 500
შესრულების ვადები: 2006/05/09 - 2006/10/25

პროექტი მოიცავს:
ამომრთველის პოლუსების მოხსნა პირველი საყრდენი იზოლატორიდან და სადგარზე დადგმა, ზედა და ქვედა მოდულების განცალკევება და საყრდენებზე დადგმა, საშუალედო და საყრდენი იზოლატორების ჰაერმიმწოდებელი მილების ამოღება, ზედა და ქვედა მოდულების დაშლა, ორივე მოდულის სარქველების დაშლა, ძირითადი დენგამტარი კონტაქტების ამოღება, საშუალედო კონტაქტების დაშლა, შემადგენელი ნაწილების დეფექტაცია, მათი ვარგისიანობის განსაზღვრა, რემონტი, დაზიანებული ნაწილების შეცვლა, იზოლატორების შიდა და გარე ზედაპირების გაწმენდა, ყველა სარქველების შემადგენელი ნაწილების გარეცხვა, რემონტი და აწყობა, ჰაერგამტარი ფტოროპლასტის მილების შიდა და გარე ზედაპირების გაწმენდა სპირტით და მათი ვიზუალური დათვალიერება, მილების ადგილზე დაყენება, რეზინების გამოცვლა, მოდულების ეპოქსიდის შემყვანების დემონტაჟი, მათი ზედაპირული დათვალიერება,გაწმენდა სპირტით და იზოლაციის გამოცდა, მოდულების ეპოქსიდის შემყვანების ჩაყენება ჰაერის შემამჭიდროებელი რეზინების გამოცვლით, ძირითადი დენგამტარი და შუალედური კონტაქტების ზედაპირული რემონტი, გარეცხვა , ზედაპირების დამუშავება ზემფარის ქაღალდით, გაჩარხვა საჭიროებისამებრ, დაზიანებული კონტაქტების შეცვლა, აწყობა და დატოვება ჩართულ მდგომარეობაში, სარქველების შემადგენელი ნაწილების გარეცხვა, დეფექტაცია, აწყობა, რეგულირება, მონტაჟი, კონდენსატორების მოხსნა, გაწმენდა, ელექტრული გამოცდების ჩატარება და დაყენება, მოდულების შიდა ზედაპირების გარეცხვა, აწყობა და რეგულირება, ზედა და ქვედა მოდულების გაერთიანება და სასალტე მილების დაყენება, პოლუსის ყველა საშუალედო ჰაერის მილების გაწმენდა და მიყენება რეზინის გამამკვრივებლების გამოცვლით, პოლუსის დადგმა საყრდენ იზოლატორზე, საშუალედო მართვის და გამშვები სარქვლების, მართვის დემონტაჟი, შემადგენელი ნაწილების რემონტი და მათი მონტაჟი, ამძრავის აწყობა, ამომრთველის ყველა ელექტრული და მექანიკური პარამეტრების შემოწმება, რეგულირება და მათი ნორმამდე მიყვანა, შლეიფების მიერთება და 24 საათიანი განიავების შემდეგ განიავების დარეგულირება ნორმამდე, კაპიტალური რემონტის ამსახველი ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და დამკვეთისთვის გადაცემა, გარდამავალი წინაღობის გაზომვა, შემყვანების ტანგენსის სიდიდის გაზომვა, ომური წინაღობის გაზომვა, ცილინდრის სვლის გაზომვა