GEO
ჩვენი გუნდი უქიმერიონი
        სააქციო საზოგადოება „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი“ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაში. საზოგადოების ძალისხმევითა და მხარდაჭერით შეიქმნა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“.  ჩვენი ფეხბურთელები წარმატებით გამოდიან თბილისის სამოყვარულო უმაღლეს ლიგაში და ღირსეულად იკავებენ პირველ ადგილს. აღნიშნული ლიგის ბომბარდირთა დავაში 12 გატანილი გოლით პირველ ადგილზეა უქიმერიონელი თემო ვაჩანძე. „უქიმერიონელთა“ რიგებში აგრეთვე გამოდიან ჩვენი თანამშრომლები: შალვა ხუჯაძე და  ანგი დოლიძე.     აღსანიშნავია, რომ  ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებს თასის გათამაშებაშიც. „უქიმერიონმა“ წარმატებით დაძლია ორი ეტაპი და აგრძელებს ბრძოლას სამოყვალულო ლიგის თასის მოსაპოვებლად.

   დაიწყო საფეხბურთო სამოყვარულო ლიგის მეორე წრე და ჩვენი ფეხბურთელები ისევ წარმატებით აგრძელებენ ასპარეზობას. ბოლო ორი მატჩი „უქიმერიონმა“ გათამაშების ლიდერებთან სრული უპირატესობით წარმართა და დიდი ანგარიშებითაც გაიმარჯვა: „ნახალოვკასთან“ 7:2, ხოლო „სსგ აფხაზეთთან“ 6:0.    მეცამეტე ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი პირველ ადგილზეა და ერთპიროვნულად ლიდერობს საფეხბურთო სამოყვარულო ლიგას. ბომბარდირთა დავაშიც „უქიმერიონელები“ ტოლს არავის უდებენ.  გიორგი ნათიძე 16 ბურთით და თემო ვაჩანძე 14 ბურთით ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.       გენერალური სპონსორი:  სააქციო საზოგადოება „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი“ წარმატებას უსურვებს „უქიმერიონს“ მომავალ თამაშებში.