GEO
ეგრისი-1,2
220 კვ.ეგხ „ეგრისი-1,2"-ის განმხოლოების სამუშაოები დასრულებულია
ენგურჰესისა და ვარდნილჰესი-1-ის დამაკავშირებელი ორჯაჭვიანი 220 კვ ეგხ სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებთან მიერთებულია გაპარალელებულად, როგორც ერთჯაჭვიანი ეგხ.
გადაწყდა „ეგრისი-1,2"-ის წრედების განმხოლოება და მათი, როგორც ორი დამოუკიდებელი ხაზის მიერთება ენგურჰესისა და ვარდნილჰესი-1-ის 220 კვ ღია გამანაწილებელ მოწყობილობებთან. 
ხაზების განმხოლოების გეგმები ენგურჰესისა და ვარდნილჰესი 1-ის 220 კვ ღგმ-ების მისასვლელებთან ითვალისწინებს:
ეგხ-ის ერთი ჯაჭვის (რომელსაც პირობითად ენიჭება დასახელება „ეგრისი-1") მიერთების შენარჩუნებას არსებული სახაზო პორტალების გამოყენებით როგორც ენგურჰესზე, ისე ვარდნილჰესი-1-ზე.
ეგხ-ის მეორე ჯაჭვის (რომელსაც პირობითად ენიჭება დასახელება „ეგრისი-2") მიერთების განხორციელებას ახალი სახაზო პორტალების გამოყენებით, როგორც ერთ, ისე მეორე ბოლოში.
ენგურჰესის 220კვ ღგმ-ზე მოსაწყობი ახალი სახაზო პორტალიდან 220 კვ ეგხ „ეგრისი 2" -ის განმხოლოებული უბნის ასაშენელად, 220 კვ ეგხ-ის №2 ორჯაჭვიან ანძამდე საჭიროა: 
У220-3+5 ტიპის №1 და У220-3 №2¹ ახალი მოთუთიებული ანძების მონტაჟი სძ-1ტიპის საძირკვლებზე, მათ შორის №1 ანძისა - არსებული საძირკვლის დემონტაჟის შემდეგ. ვარდნილჰესი 1-ის 220 კვ ღია გამანაწილებელ მოწყობილობაზე მოსაწყობ ახალ პორტალამდე 220 კვ ეგხ „ეგრისი-2"-ის განმხოლოებული უბნის მიყვანა განხორციელდა 221 მ სიგრძის ახალი მალით არსებული საბოლოო №34 მოთუთიებულ ანძამდე, ხოლო ამ უკანასკნელიდან პორტალამდე აეწყო 30 მეტრიანი მალი. 
პროექტის ღირებულება - 291 000 ლარი 
შესრულების ვადები: 24.09.2012 - 31.12.2012
დამკვეთი : GSE