GEO
ხედვა და მიზნები

სს "ენერგეტიკული განვითარების ჯგუფის" საშუალოვადიანი ხედვა შემდგომი 5 წლის განმავლობაში ითვალისწინებს, რომ კომპანია, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჰოლდინგური სახით, პროფილების შესაბამისი შვილობილი კოპმანიებით გასული იქნება საფონდო ბირჟაზე.

 

ეტაპობრივად ხორციელდება დასახული მიზნები. კომპანიაში ინერგება აქტივების მართვისა და დაგეგმვის ერთიანი პროგრამა (ERP). დაწყებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორატიული მართვის ჩამოყალიბება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეკომენდაციების მიხედვით.

 

5 წლის თავზე ჩვენ ვგეგმავთ, რომ კომპანიის ბრუნვა საერთაშორისო პროექტებში ქვეყნის შიგნით არსებულ ბრუნვას გაუტოლდეს.