GEO
სერტიფიკატები და ჯილდოები
''QSZ SERTIFICATION SYSTEMS"
სს "საქენერგორმენტი" 2016 წლის 19 აგვისტოს ინტენსიური სამუშაოების განხორციელების შემდეგ იქნა სერთიფიცირებული
2016 წელი
იხილეთ მეტი
''QSZ SERTIFICATION SYSTEMS"
სერთიფიცირების კომპანია ''QSZ SERTIFICATION SYSTEMS''-ის მიერ საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2015; ISO 14001:2015; ISO 18001:2007 შესაბამისად. კომპანია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზემოთ აღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების შესრულებას კომპანიაში მომუშავე გამოცდილი პერსონალის საშუალებით. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სამუშაო პროცედურების დახვეწა და პერიოდული განახლება.
''QSZ SERTIFICATION SYSTEMS"
სს "საქენერგორმენტი" 2016 წლის 19 აგვისტოს ინტენსიური სამუშაოების განხორციელების შემდეგ იქნა სერთიფიცირებული
2016 წელი
იხილეთ მეტი
''QSZ SERTIFICATION SYSTEMS"
სერთიფიცირების კომპანია ''QSZ SERTIFICATION SYSTEMS''-ის მიერ საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2015; ISO 14001:2015; ISO 18001:2007 შესაბამისად. კომპანია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზემოთ აღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების შესრულებას კომპანიაში მომუშავე გამოცდილი პერსონალის საშუალებით. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სამუშაო პროცედურების დახვეწა და პერიოდული განახლება.
“საქენერგორემონტი” ნიუ-იორკის ხარისხის სამიტზე
“საქენერგორემონტი” ნიუ-იორკის ხარისხის სამიტზე
2005
იხილეთ მეტი
“საქენერგორემონტი” ნიუ-იორკის ხარისხის სამიტზე
2005 წლის 25 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ხარისხის სამიტი. ნიუ-იორკის ხარისხის სამიტი - ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემფასებელია. ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "საქენერგორემონტმა" მიიღო პლატინა ბრწყინვალებისთვის და პრესტიჟისთვის ბიზნესის ინიციატორულ მიმართულებებში. კომპანია დაჯილდოვდა იმ ინოვატორული პროექტებისათვის, რომელსაც იგი გამუდმებით ახორციელებს მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად.
პლატინის ჯილდო
პლატინის ჯილდო
2005
იხილეთ მეტი
პლატინის ჯილდო
სააქციო საზოგადოება "საქენერგორემონტმა" ნიუ-იორკის ხარისხის სამიტზე პლატინის ჯილდოც მიიღო.
კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა
სს "ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი"-ს მთავარი ღირებულება უსაფრთხოებაა
სს „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი" - ს უპირველესი ღირებულება - უსაფრთხოებაა. ის კომპანიის გრძელვადიანი ბიზნეს გეგმების და ყველა ტიპის საქმიანობის შემადგენელი ნაწილი და წარმატების საფუძველია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი თანამშრომლის უსაფრთხოება და კეთილდღეობა , ამიტომ ჩვენ მუდამ ვცდილობთ შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.საქმის დაგეგმვისა და წარმართვაში საფრთხის მართვის საიმედო და ეფექტური სისტემის ინტეგრირებით , ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს მოსახლეობის, კონტრაქტორების და თანამშრომლების შესაძლო რისკი. უსაფრთხოების მაღალი კულტურა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფის" მენეჯმენტის სისტემაში ეფექტურად არის ინტეგრირებული. ჩვენ ვიყენებთ უკვე გამოცდილ და ეფექტურ გზებს, რათა ვუზრუნველყოთ დაცვის მაღალი ხარისხი. პერსონალი პერიოდულად გადის სპეციალიზებულ ტრენინგებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში. „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფის" მიზანია შექმნას ხარისხიანი და ქმედითი ობიექტები, უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტების დაცვით.
 
ჩვენი გუნდი
Our people make us great
Our people make us great Our team of highly skilled engineers and technicians
გარემოს დაცვა
ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ გარემო

 

სს „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი"ს ყოველი პროექტი მიმართულია გარემოს დაცვისა და გარემოზე ზეგავლენის მენეჯმენტის საკითხებზე. ჩვენი სამუშაო მართვის სისტემა, რომლის ნაწილს წარმოადგენს ეკოლოგიური და სოციალური მითითებები, განსაზღვრავს მთლიანად კომპანიის მიდგომას პოტენციურ ზეგავლენასთან მიწაზე, ჰაერზე, ფლორასა და ფაუნაზე, ისევე როგორც პოტენციური სოციალური ზემოქმედების საკითხებს.სს „ენერგეტიკული განვითარების ჯგუფი" 2012 წლის 4 მარტს საერთაშორისო სასერთიფიკაციო ჯგუფისგან მიიღო ISO 14001:2004 სერთიფიკატი. ეკოლოგიის მენეჯმენტის სისტემა ISO 14001:2004 მიზნად ისახავს დაეხმაროს ორგანიზაციებს მათი მოღვაწეობის შედეგად გარემოს დამაზიანებელი ზეგავლენის მინიმუმადე დაყვანაში კანონმდებლობის ფარგლებში. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია აუცილებლობა ორგანიზაციებისთვის იმუშაონ ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად გამოწვეულ ზეგავლენას ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ISO 14001:2004 სერთიფიკატი ადასტურებს, რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებს გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.