სს "საქენერგორემონტი" მრავალპროფილიანი ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ბაზარზეა 1956 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჰიდროაგრეგატების მონტაჟი და რეაბილიტაცია, ჰიდროტექნიკური სამშენებლო სამუშაოები და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა.
დღიდან დაარსებისა ასობით პროექტი განვახორციელეთ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიამ 200-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განახორციელა
200 ერთეულზე მეტი თანამედროვე მანქანა-მექანიზმი და სპეც-ტექნიკა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ურთულესი საინჟინრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით